EnglishGeorgian+995 571 184281
info@auditor.ge
EnglishGeorgian+995 571 184281
info@auditor.ge

აუდიტი

„აუდიტის ოფისის“ აუდიტის დეპარტამენტი გთავაზობთ მაღალი პროფესიონალური დონის მომსახურებას დამოუკიდებელი და ეთიკური წესების დაცვით. ყოველივე ამით ჩვენ გეხმარებით მიიღოთ სწორი გადაწყვეტილებები, რომელიც უზრუნველყოფს თქვენი ბიზნენის წარმატებულ განვითარებას.

ჩვენი მთავარი ამოცანა არის ხელმძღვანელობასა და მესაკუთრეებს გადავცეთ კომპანიის საქმიანობის ფინანსური შედეგებისა და მთავარი რისკების მკაფიო და ობიექტური მონაცემები. ჩვენ გეხმარებით გაზარდოთ ბიზნესის კონკურენტუნარიანობა და მისი ღირებულებები.

ფინანსური ანგარიშგების აუდიტი და აუდიტორული შემოწმების მთავარ მიზანს წარმოადგენს საკმარისი რწმუნება იმის შესახებ, რომ ფინანსური ანგარიშგება არ შეიცავს არსებით უზუსტობებს და ყველა ასპექტის გათვალისწინებით წარმოადგენს ფინანსურ მდგომარეობას, კომპანიის ფინანსურ შედეგებს და ფულადი საშუალებების მოძრაობას.

აუდიტორული შემოწმების დასკვნის შედეგად თქვენ გექნებათ შესაძლებლობა მიიღოთ სწორი მმართველობითი გადაწყვეტილებები.

ხარიახიანად ჩატარებული აუდიტი და ფინანსური ანგარიშგების შემოწმება – ნდობის ამაღლება ინვესტორების, საკრედიტო ორგანიზაციებისა და მარეგულირებელი ორგანოების მხრიდან.

ჩვენი სპეციალისტები მზად არიან გაგიწიონ აუდიტორული და საკონსულტაციო მომსახურების მთლიანი სპექტრი, შემოგთავაზონ კომპლექსური მხარდაჭერა ფინანსური საქმიანობის განხორციელებასა და ფინანსური ანგარიშგების მომზადების აქტუალური პრობლემების გადაწყვეტაში.

იმისათვის, რომ მიიღოთ უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია და დააზუსტოთ აუდიტორული მომსახურების ღირებულება, გადმოგვიგზავნეთ კომერციული წინადადების მოთხოვნა

მოგვწერეთ

ჩვენ მალე გიპასუხებთ